Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

მე-4 ვებინარი კონკურენციის სამართალში

 

„ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი
და პოლიტიკა“ (ECCLAP)

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ვებინარების სერია

ვებინარი N4
 

ლიანა ჯაფარიძე - „მიწოდებაზე უარი როგორც კონკურენციის სამართლის დარღვევა: სიახლეები ევროპულ მიდგომაში და გზა საქართველოსთვის“​​​​​​​

 

2025 წლის 21 ივნისი, 11:00-12:30 (ონლაინ რეჟიმში)

 

მოწვეული ექსპერტის შესახებ

ლიანა ჯაფარიძე - ჟან მონეს მოდულის „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (ECCLAP) ხელმძღვანელი თსუ-ს იურიდიულ ფაკულტეტზე. აქვს კონკურენციის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის 10 წლიანი გამოცდილება. არის ოქსფორდის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი (DPhil in Law) და სამართლის მაგისტრი (MJur), ასევე თსუ-შპაიერის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობის“ კურსდამთავრებული. იყო საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის მრჩეველი 2016-2017 წლებში. არის კონკურენციის სამართლის პირველი ქართული სახელმძღვანელოს თანაავტორი და თანარედაქტორი.

 

 

ვებინარის შესახებ:

 

 

მიწოდებაზე უარი (refusal to supply/deal) კონკურენციის სამართლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დარღვევაა როგორც ევროკავშირში, ისე საქართველოში. მისი პარამეტრების განსაზღვრას საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო 2023 წელს სააგენტოს მიერ გამოცემულ სახელმძღვანელო პრინციპებში. ამავდროულად, ევროკავშირის მიდგომა ხსენებულ დარღვევასთან მიმართებით (განსაკუთრებით, ციფრულ ბაზრებზე) არსებითად შეიცვალა 2025 წლის დასაწყისში მიღებული რიგი სასამართლო გადაწყვეტილებებით. კრიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილებებმა ძირფესვიანად გადაახალისა მიწოდებაზე უარის პარამეტრები და მათი შეფასების პროცესი. შესაბამისად, საინტერესოა, თუ რამდენადაა შესაძლებელი და სასურველი მსგავსი ცვლილებების საქართველოში დანერგვა. ვებინარის მიზანია ზემოხსენებული ცვლილებების ქართული აუდიტორიისთვის გაცნობა და მათი საქართველოში გადმოტანის შესაძლებლობასა და მიზანშეწონილობაზე მსჯელობა.

ვებინარზე დასწრების მსურველებს გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფორმა - https://us06web.zoom.us/j/86800354209

თარიღი: 13/06/2025